ანსუ ფატი
Aa
Aa

ფატიმ შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა სეზონის ბოლოს „ბარსელონა“ დატოვოს. ინფორმაციას ესპანური Sport-ი ავრცელებს.

19 წლის ფეხბურთელი თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და მის აგენტს აცნობა, რომ სიტუაცია თუ არ შეიცვალა, სეზონის ბოლოს გუნდის შეცვლას არ გამორიცხავს.

წყაროს ცნობით, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ფატი 2023 წლის ზაფხულში „ბარსელონას“ აუცილებლად დატოვებს.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ამ საკითხთან დაკავშირებით მშვიდად არის, რადგან ფატისთან კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში, მისი გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

ანსუ ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვეულ ფორმას ვერ უბრუნდება და მოედანზე თავისი თავის აჩრდილია. „ბარსელონაში“ კი თავდასხმის ხაზში დიდი კონკურენციაა.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა „ბარსელონას" რიგებში ლა ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და მოედანზე 364 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარადონა და აღზევების გზაზე მყოფი ქართული ფეხბურთი - The New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა
კვარადონა და აღზევების გზაზე მყოფი ქართული ფეხბურთი - The New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა