ატლეტიკო, ლევერკუზენი, ჩემპიონთა ლიგა, ლუკას ჰრადეცკი
Aa
Aa

ჰრადეცკის გმირობა, ატლეტიკო ჯგუფში ჩარჩა, ესპანური კლუბების ანტი-რეკორდი

მადრიდში დაუვიწყარი მატჩი გაიმართა, როგორც კარგი, ისევე უსიამოვნო კუთხით. „ატლეტიკომ“ ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირება „როხიბლანკოს“ მერვედფინალში გასვლის ბედს წყვეტდა, მაგრამ სიმეონეს გუნდი ჯგუფში ჩარჩა, თანაც საკმაოდ დრამატულად.

ანგარიში მე-9 წუთზე დიაბიმ გახსნა, რასაც კარასკომ 22-ე წუთზე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ჰადსონ-ოდოიმ 29-ე წუთზე გაისროლა და გერმანული კლუბი დააწინაურა. პირველი ტაიმი „ბაიერის“ გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევარში, „ატლეტიკო“, რა თქმა უნდა, გააქტიურდა და დე პაულმა ულამაზესი გოლით 50-ე წუთზე გაათანაბრა. „როხიბლანკოს“ მატჩის მოსაგებად საკმარისი დრო ჰქონდა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა შეხვედრის 95-ე წუთზე გერმანელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა.

ბურთთან იანიკ კარასკო მივიდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ცუდად შეასრულა და ჰრადეცკიმ აუღო. ეპიზოდი აქ არ დასრულებულა. „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებმა ორჯერ დაამატეს. ჯერ ბურთი კარის ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ მანდავას დარტყმული ცარიელ კარში მყოფ კარასკოს მოხვდა. საბოლოო ჯამში ფრე 2:2 და როგორც უკვე მოგახსენეთ მადრიდული კლუბი ჯგუფში ჩარჩა.

„ატლეტიკოს“ ჩარჩენით საინტერესო ფაქტი და ანტი-რეკორდი დაფიქსირდა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ ჯგუფური ეტაპი მხოლოდ ერთმა ესპანურმა ჯგუფმა დაძლია. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში მხოლოდ მადრიდის „რეალი“ გავიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7-დან 5-ჯერ - ბაიერნმა ბარსას ისევ მოუგო და ისტორიული შედეგი დააფიქსირა
7-დან 5-ჯერ - ბაიერნმა ბარსას ისევ მოუგო და ისტორიული შედეგი დააფიქსირა