გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის 13 ქულა - ტენერიფე პელისტერისთან დამარცხდა

კალათბურთში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „პელისტერიმ“ შინ „ტენერიფე“ 88:81 დაამარცხა.

სტუმართა სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინი არ იმყოფებოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პარკეტზე 26 წუთი და 13 წამი გაატარა, მის აქტივში 13 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასია.

H ჯგუფის პირველ ტურში „ტენერიფემ“ შინ „რიტასი“ 89:74 დაამარცხა. ამ შეხვედრაში შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, 18 ქულა ჩააგდო და 6 მოხსნა შეასრულა.

მესამე ტურში „ტენერიფე“ ებრაულ „ბნეი ჰერცლიას“ სტუმრად დაუპირისპირდება. საკალათბურთო დაპირისპირება 2 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. გასული სეზონის ფინალში ქართველი კალათბურთელის გუნდმა „ჰაპოელ პოლონი“ დაამარცხა და ევროპული ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს - ბითაძე შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდება
გოგას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს - ბითაძე შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდება