კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპეს წასვლა გადაწყვეტილი აქვს - დარჩენის სურვილი კლუბის თხოვნით გამოხატა

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს მომავალი ბურუსითაა მოცული. რამდენიმე დღის წინ, ფრანგმა ახალგაზრდამ განაცხადა, რომ კლუბში ბედნიერია და იანვარში წასვლა არ მოუთხოვია, თუმცა L’Équipe-ის მიხედვით, მისი სიტყვები რეალობისგან შორსაა.

ფრანგული გამოცემის ცნობით, მბაპეს ეს განცხადება საკუთარი სურვილით არ გაუკეთებია და ყველაფერი პსჟ-მ დაგეგმა. თავდაპირველად, პარიზელებმა ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემა თავიანთ სტრატეგიულ მრჩეველს, ლუიშ კამპუშს დაავალეს და იმედი ჰქონდათ, რომ მბაპეს მომავლის გარშემო დაწყებული საუბრები ამით დასრულდებოდა, თუმცა როცა ასე არ მოხდა, განცხადება კილიანს გააკეთებინეს.

L’Équipe-ი ადასტურებს, რომ მბაპეს იანვარში კლუბის დატოვება არ მოუთხოვია, მაგრამ პოზიციას არ იცვლის. ფეხბურთელის გარემოცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კილიანს ადგილსამყოფლის გამოცვლა ნამდვილად სურს, თუმცა კლუბისთვის ოფიციალური თხოვნით არ მიუმართავს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, მბაპეს 14 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 12 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. კილიანმა ლიგა 1-ში 8 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Calciomercato-ს ექსკლუზივი: „კვარაცხელია გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს“
Calciomercato-ს ექსკლუზივი: „კვარაცხელია გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს“