23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი: გიორგი შოთაძე ფინალშია!
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში სტარტი აიღო 23-წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატმა. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, ფინალში გასვლა ერთმა ქართველმა მოჭიდავემ შეძლო.
63 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი შოთაძემ ნახევარფინალში უკრაინელი მაქსიმ ლიუ დაძაბულ ბრძოლაში 5:2 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ფინალურ დაპირისპირებაში შოთაძის მეტოქე ირანელი იმან ჰოსეინ ჰონ მოჰამადი იქნება. შეხვედრა ხვალ, საქართველოს დროით 20:00 საათიდან გაიმართება.