ასტონ ვილა, მაურისიო პოჩეტინო, სტივენ ჯერარდი
Aa
Aa

პოჩეტინო ჯერარდის ნაცვლად? - ასტონ ვილა ცვლილებებს გეგმავს

მიმდინარე სეზონში, „ასტონ ვილა“ რბილად, რომ ვთქვათ მოწოდების სიმაღლეზე არ იმყოფება. ბირმინგემული კლუბი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, 10 ტურის შემდეგ, 9 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 1 ქულა აშორებს.

აქედან გამომდინარემ, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელის შეცვლაზე დაფიქრდა. ხელმძღვანელობა სტივენ ჯერარდის მუშაობით კმაყოფილი არ არის. ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემა Telegraph ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „ასტონ ვილას“ მწვრთნელად შესაძლოა მაურისიო პოჩეტინო დაინიშნოს, რომელიც ახლა სამსახურის გარეშეა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი ზაფხულში „პარი სენ ჟერმენიდან“ გაათავისუფლეს. მოგეხსენებათ, პოჩეტინოს პრემიერ ლიგაში მოღვაწეობის კოლოსალური გამოცდილება აქვს.

წყაროს ცნობით, ბირმინგემული კლუბის ხელმძღვანელობამ „ლივერპულის“ ყოფილ კაპიტანს კონკრეტული დავალება მისცა. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, „ასტონ ვილა“ ათეულში უნდა შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯერარდს გაათავისუფლებენ.

ცნობისთვის, ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი „ასტონ ვილას“ 2021 წლიდან წვრთნის. 2021 წლიდან დღემდე, სტივენი „ლომებს“ 39-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 13 მატჩი მოიგო, 18 წააგო, ხოლო 8 ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგი - რონალდუ ოქროს ბურთის რეიტინგში მეოცეა
კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგი - რონალდუ ოქროს ბურთის რეიტინგში მეოცეა