გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა - შერმადინმა ობრადოიროსთან გაიბრწყინა

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში „ტენერიფემ“ „ობრადოიროს“ უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად 86:67 დაამარცხა. რა თქმა უნდა, სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა გიორგი შერმადინი, რომელმაც ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

გიორგიმ პარკეტზე 24 წუთი და 43 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 19 ქულას და 7 მოხსნას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ შერმადინზე უკეთესი შედეგი ორივე გუნდში ერთად არავის ჰქონდა.

„ტენერიფედან“ გიორგის შემდეგ, საუკეთესო სასუ სალინი იყო, რომელმაც არასრულ 27 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „ტენერიფეს“ 4-დან 4 მოგება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზე მოგვევლინა. მომდევნო მატჩს ვიდორეტას შეგირდები ACB ლიგაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 23 ოქტომბრით თარიღდება და საქართველოს დროით 14:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის სუსტი მატჩი და კავანის დუბლი - ვალენსიამ ელჩეს ვერ მოუგო
მამარდაშვილის სუსტი მატჩი და კავანის დუბლი - ვალენსიამ ელჩეს ვერ მოუგო