ლივერპული, იურგენ კლოპი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“არ დავუშვებ ვინმემ არასერიოზულად შემოგვხედოს“ - კლოპი სიტისთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კლოპმა?

„ერლინგ ჰოლანდი ყველაზე სახიფათო მოთამაშეა და სწორედ მისგან უნდა დავიცვათ თავი. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელის წინააღმდეგ თამაშობ, უნდა დარწმუნდე, რომ ის ბურთს ხშირად ვერ მიიღებს. მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ აქცენტს მხოლოდ ჰოლანდზე გავაკეთებთ, მაშინ გზას სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავებს გავუხსნით და ეს ცხოვრებას არ გაგვიმარტივებს.

ჩემს გუნდს პრობლემები აქვს, მაგრამ ამის მოსაგვარებლად ყოველდღიურად დაუღალავად ვმუშაობთ. არ დავუშვებ, რომ ვინმემ ჩვენ არასერიოზულად აღგვიქვას. ეს „ენფილდია“ და აქ ყველაფერი შესაძლებელია. მაწუხებს თუ არა, რომ ფავორიტები არ ვართ? არა! ყველაფერს მოედანზე დავამტკიცებთ. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი მყავს და ეს სწორად მუშაობაში ხელს მიშლის.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ საკმაოდ ცუდი სტარტი აქვს. ამ მომენტისთვის, მერსისაიდული გრანდი სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, „ქალაქელები“ 23 ქულით მეორე პოზიციაზე არიან. პირველ ადგილს კი „არსენალი“ 24 ქულით იკავებს. ცნობისთვის, „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მომავალი დაპირისპირება 16 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “აიაქსთან მატჩის წინ, პენალტის დამრტყმელი დავასახელე“
სპალეტი: “აიაქსთან მატჩის წინ, პენალტის დამრტყმელი დავასახელე“