კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„ბარსელონა მკვდარია“ - რა უთხრა ანჩელოტიმ თავის ფეხბურთელებს ელ კლასიკოს წინ

დღეს, ესპანელმა ჟურნალისტმა, ტომას რონკერომ ის სიტყვები გაავრცელა, რომლებითაც მისი ინფორმაციით, „რეალის“ თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ თავის ფეხბურთელებს მიმართა. რა თქმა უნდა, იტალიელმა სპეციალისტმა ყურადღება მოახლოებულ „ელ კლასიკოზე“ გაამახვილა და საკუთარ შეგირდებს განუცხადა, რომ ეს ფინალის ტოლფასი მატჩია.

„ახლა ბარსელონა მკვდარია და მისი გაცოცხლების ერთადერთი საშუალება კვირას ჩვენთან გამარჯვებაა. უფლება არ უნდა მივცეთ, რომ კიდევ ერთხელ მოიგონ, ეს ფინალია“.

„ინტერთან“ დაკარგული ქულების გამო, „ბარსელონა“ „ელ კლასიკოს“ არც თუ ისე კარგი განწყობით ხვდება. ამაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა, სერხიო ბუსკეტსმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნერაძურისთან“ შეხვედრამ შესაძლოა, გავლენა „ელ კლასიკოზეც“ მოახდინოს.

შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ, „ბარსელონასა“ და „რეალს“ 22-22 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან. „ბლაუგრანამ“ 8 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო, „რეალი“ კი დაცვაში ისეთივე ეფექტური ვერაა და 7 ბურთი მიიღო, მეტოქეთა კარი კი 19-ჯერ დალაშქრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრიტანელი ექსპერტი ხვიჩაზე: „გული მწყდება, ტოტენჰემმა რომ ვერ გაიფორმა“
ბრიტანელი ექსპერტი ხვიჩაზე: „გული მწყდება, ტოტენჰემმა რომ ვერ გაიფორმა“