ბარსელონა, ინტერი
Aa
Aa

“ჯადოსნური ღამე იქნება“ - ჩავი ინტერთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. „ბარსელონა „ინტერს“ უმასპინძლებს და ქულების დაკარგვის შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩენის ალბათობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. შეხვედრის წინ, „ბლაუგრანას“ დამრიგებელმა ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ჩავიმ?

„ჩვენ ველოდებით ისეთ „ინტერს“, როგორიც მილანში იყო. ისინი დაცვაში იდგებიან და ინიციატივა ჩვენს ხელთ იქნება. ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს მილანში ბოლო 30 წუთში გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს ჯადოსნური ღამე იქნება. „ბარსელონა“ გამუდმებით შეტევაში იქნება. იმაზე აგრესიულები უნდა ვიყოთ, ვიდრე მილანში ვიყავით. 3 ქულისთვის ეს ყველაფერი ღირს.

„ბარსელონა“ ახლა არასასიამოვნო მდგომარეობაშია და „ინტერთან“ მატჩი ფინალის ტოლფასია. დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ, მაგრამ მე მაინც პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებ. ყველა ბილეთი გაყიდულია. გულშემატკივრები ამ თამაშის მნიშვნელობას 100%-ით ზუსტად იაზრებენ. ვეცდებით, რომ ისინი ჩვენით ამაყობდნენ.

არ მაინტერესებს შეცვლის, თუ არა ინძაგი სათამაშო სისტემას. პრიორიტეტი ჩემი ტაქტიკა იქნება, რომელსაც მეტოქეს აუცილებლად მოვახვევთ. ბედნიერი ვარ, რომ დე იონგი დაბრუნდა. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დიდი ალბათობით „ინტერთან“ ითამაშებს, თუმცა ძირითად შემადგენლობაში დავაყენებ, თუ არა ეს ჯერ არ ვიცი.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ჯგუფს „ბაიერნი“ 9 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციაზე „ინტერია“ 6 ქულით, ხოლო მესამე ადგილს „ბარსელონა“ 3 ქულით იკავებს. ასევე გეტყვით, ამ გუნდების წინა დაპირისპირება იტალიაში გაიმართა და „ინტერმა“ ჰაკან ჩალჰანოღლუს ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა. მომდევნო მატჩი კი 12 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თვლის, რომ კლუბმა და მბაპემ უღალატეს - კამპუში პსჟ-ს დატოვებს
თვლის, რომ კლუბმა და მბაპემ უღალატეს - კამპუში პსჟ-ს დატოვებს