ნეიმარი, call of duty
Aa
Aa

მესის და ნეიმარის პერსონაჟები ახალ Call of Duty-ში?

სულ მალე კომპიუტერული სიმულატორის სამყაროში ახალი თამაში გამოვა. საუბარი Call of Duty: Warzone 2-ზე გახლავთ. Call of Duty Leaker-ის და TheGhostOfHope-ის თანახმად, აღნიშნულ სიმულატორში რამდენიმე ფეხბურთელის პერსონაჟი გაჩნდება და მომხმარებლებს თავისუფლად შეეძლებათ, მაგალითად მესის, ნეიმარის და პოგბას პერსონაჟით თამაში.

არსებობს გარკვეული დაბნეულობა იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა არსებობდნენ ეს ფეხბურთელები Call of Duty-ის ახალ თამაშში, მაგრამ Warzone-ში განაცხადეს, რომ ეს არის უდიდესი აქცია ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ და ეს ინიციატივა, სწორედ ამ ღონისძიებას ემსახურება.

ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად დასტურდება, მაგრამ თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას Call of Duty-ის მოყვარულები და წარმომადგენლები ამბობენ, ეს სათამაშო სამყაროში ახალი ნაბიჯი იქნება.

ცნობისთვის, Call of Duty: Warzone 2-ის ოფიციალურად გამოსვლა 2022 წლის 16 ნოემბერს იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფამ სელტიკი ელიზაბეტ ll-ის შეურაცხმყოფელი ბანერების გამო დააჯარიმა
უეფამ სელტიკი ელიზაბეტ ll-ის შეურაცხმყოფელი ბანერების გამო დააჯარიმა