მადრიდის რეალი, იკერ კასილასი
Aa
Aa

„გვერდი გამიტეხეს“ - კასილასმა ყველაფერს უპასუხა

ცოტა ხნის წინ, მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის, იკერ კასილასის Twitter-გვერდზე სკანდალური პოსტი გავრცელდა, სადაც 41 წლის ვეტერანი იძახდა, რომ გეი იყო და ამასთან, პატივისცემასაც ითხოვდა.

ამ სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში კასილასმა პოსტი წაშალა და ახალი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იძახის, რომ ის ჰაკერული შეტევის მსხვერპლი გახდა და ეს უბრალოდ ბოროტი ხუმრობა იყო.

რას წერს კასილასი:

ჩემი გვერდი გატეხეს. ახლა ყველაფერი კარგად არის. ბოდიშს ვუხდი ჩემს ყველა გამომწერს გაუგებრობისთვის, განსაკუთრებული ბოდიში კი LGBT თემს.

ცნობისთვის, ვეტერანი მეკარე რამდენიმე წლის განმავლობაში ესპანელ ჟურნალისტზე, სარა კარბონეროზე იყო დაქორწინებული. კარბონეროსგან 41 წლის ვეტერანს 2 შვილი ჰყავს. 2021 წლის მარტში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები