ევრო 2024, სტალე სოლბაკენი
Aa
Aa

სოლბაკენი: „ბოლო დროს, საქართველო ძალიან კარგად თამაშობს“

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასთან და კვიპროსთან ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი იასპარეზებს.

წარსულში საქართველოს ნაკრებო ნორვეგიას სამჯერ შეხვდა და სამივე მატჩი დათმო. პირველად ამ გუნდების დაპირისპირება 1996 წელს გაიმართა, ნორვეგიამ ამხანაგური შეხვედრა სტოლე სოლბაკენის, ნორვეგიელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის გოლით მოიგო (1:0).

ევრო 2000-ის შესარჩევში ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები თბილისში ნორვეგიასთან 1:4 განადგურდა. აღნიშნულ შეხვედრაში ნორვეგიელთა მაისურით სტოლე სოლბაკენმა, ოლე გუნარ სულშერმა და ტორე ანდრე ფლომ ითამაშებს. სტუმართა მხრიდან ფლომ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი სულშერმა შეაგდო, ხოლო ასევე 1 გოლი გელა შეყილაძის ავტოგოლით გავიდა. საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლი ზაზა ჯანაშიამ 50-ე წუთზე შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ევრო 2000-ის შესარჩევში ნორვეგიამ ოსლოში საქართველოს 1:0 მოუგო. ამ მატჩში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი იყო, ერთადერთი გოლი კი სტეფან ივერსენის ანგარიშზეა.

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა წილისყრა შეაფასა:

„საქართველომ ბოლო დროს ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა, შოტლანდიის შესაძლებლობებს ძალიან კარგად ვიცნობთ. ესპანეთი ფავორიტია, თუმცა ვფიქრობ, რომ ქულების მოპოვება ნებისმიერ გუნდს ნებისმიერ მატჩში შეუძლია და ეს შესაძლებელია იყოს, როგორც უპირატესობა, ასევე მინუსი.

ყველაზე მთავარი ის ფაქტია, რომ B და C ჯგუფებში არ მოვხვდი, რაც კმაყოფილების საბაბია“.

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი, 

B: ნიდერლანდები, საფრანგეთი, ირლანდია, საბერძნეთი, გიბრალტარი, 

C: იტალია, ინგლისი, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა

D: ხორვატია, უელსი, სომხეთი, თურქეთი, ლატვია.

E: პოლონეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, ფარერის კუნძულები, მოლდოვა

F: ბელგია, ავსტრია, შვედეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, 

G: უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლიეტუვა.

H: დანია, ფინეთი, სლოვენია, ყაზახეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სან მარინო.

I: შვეიცარია, ისრაელი, რუმინეთი, კოსოვო, ბელარუსი, ანდორა, 

J: პორტუგალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა,  ისლანდია, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, ლიხტენშტაინი.

შეგახსენებთ, ევროპის 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალი წლის 23 მარტს დაიწყება, 21 ნოემბერს დასრულდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს 20 ნაკრები მოიპოვებს. UEFA-ს ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში გასული 12 ნაკრებიდან 3 ნაკრები ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. გერმანიის ნაკრებმა ევრო 2024-ის საგზური მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე მოიპოვა.

ევროშესარჩევის გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე მოხვედრას ერთა ლიგის გზით ეცდება. სანიოლის გუნდმა C დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, ფლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ყაზახეთთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა: გუტი პირველი სიყვარულია, კუმირი რონალდუ... საზღვრები არ მაქვს...
კვარა: გუტი პირველი სიყვარულია, კუმირი რონალდუ... საზღვრები არ მაქვს...