კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

რეალის ისტორიული სტარტი და ანჩელოტის რეკორდული პროცენტი ლა ლიგაში

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ხეტაფესთან გამარჯვების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა.

„თამაშს თავიდანვე ვაკონტროლებდით, ცხადია, სწრაფად გატანილი გოლი დაგვეხმარა. მაგრამ მატჩის ბედი ბოლო წუთებამდე ვერ გადავწყვიტეთ, ინტრიგა ბოლომდე გაგრძელდა. პენალტი არ დაგვინიშნეს, გოლი თამაშგარის გამო არ ჩათვალეს. ჩვენ დავალება შევასრულეთ და დაცვაში თავდაჯერებულად ვითამაშეთ. მილიტაომ და რუდიგერმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს, ისევე როგორც ჩუამენმა.

დღეს ფეხბურთელებს ვთხოვე, პასებით არ გაერისკათ, ბურთი გაეკონტროლებინათ. ჩვენ კარის მშრალად შენარჩუნება მოვახერხეთ.

ჯერჯერობით უცნობია ვინ ითამაშებს სამშაბათს შახტართან და შემდეგ ელ კლასიკოში ბარსელონას წინააღმდეგ. ფიქრისთვის ჯერ კიდევ არის დრო“,

- ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს As-ი.

ანჩელოტის ისტორიული მიღწევები ლა ლიგაში

კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგაში მადრიდის „რეალის" მწვრთნელის რანგში 90-ე გამარჯვება მოიპოვა.

იტალიელმა ლეო ბეენჰაკერს (89) გაუსწრო და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მე-3 ადგილი დაიკავა. ჩემპიონატში „რეალის" თავკაცის რანგში ყველაზე მეტი მოგება მხოლოდ ზინედინ ზიდანს (124) და მიგელ მუნიოსს (257) აქვთ.

ამასთან, ანჩელოტის ამ მწვრთნელებს შორის მოგების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს - 73% (90 მოგება 122 მატჩში). ბეენჰაკერს 64% აქვს (89/139), ზიდანს 67% (124/183), მუნიოსს 60% (257/424).

აღსანიშნავია, რომ „რეალისთვის“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის სტარტი საუკეთესოა 8 ტურის შემდეგ დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის. კლუბს მსგავსი ციფრები ბოლოს 1991/92 წლების სეზონში ჰქონდა. მაშინაც 7 მოგება და ფრე იყო.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი ლა ლიგაში „ელ კლასიკო“ იქნება, რომელიც 16 ოქტომბერს 18:15 საათზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა: გუტი პირველი სიყვარულია, კუმირი რონალდუ... საზღვრები არ მაქვს...
კვარა: გუტი პირველი სიყვარულია, კუმირი რონალდუ... საზღვრები არ მაქვს...