გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძემ სეზონი გახსნა - გოგამ ნიუ იორკს ნიქსის წინააღმდეგ ითამაშა

NBA-ს გუნდები საგამოფენო მატჩებს მართავენ და სეზონისთვის ემზადებიან. გამონაკლისი არც გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსია“, რომელმაც „ნიუ იორკ ნიკსთან“ ითამაშა და 114:131 წააგო.

გოგა შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ჯამში 16 წუთი ითამაშა, მისი მონაგარი 5 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება იყო. ბითაძემ 5 ორქულიანიდან 2 ზუსტად ესროლა, 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

„ინდიანასთვის“ ეს რიგით მეორე საგამოფენო შეხვედრა იყო. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 ოქტომბერს კვლავ „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ გამართავს, ამჯერად საკუთარ კედლებში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის პირველი მედალი - ყვითელაშვილის ვერცხლი ფინეთში
სეზონის პირველი მედალი - ყვითელაშვილის ვერცხლი ფინეთში