ჩელსი, კრისტოფერ ნკუნკუ
Aa
Aa

წინასწარი შეთანხმება მიღწეულია - ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს

The Athletic UK-ის ცნობით, „ლაიფციგის“ შემტევი კრისტოფერ ნკუნკუ კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. „არისტოკრატები“ 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდიან.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან მოქმედიკონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ნიკოლო შირას ინფორმაციით, ნკუნკუ ინგლისური კლუბის ღირსებას შემდეგი სეზონიდან დაიცავს, მიმდინარე სეზონს ბუნდესლიგაში დაასრულებს. 

მოთამაშე, რომელმაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 6 გოლი შეაგდო, „ჩელსისთან“ ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებს. 

ნკუნკუ პსჟ-ს ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. 2015-19 წლეში პსჟ-ს პირველ გუნდში გამოდიოდა. 2019 წლიდან „ლაიფციგისთვის“ თამაშობს.

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 8 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი: „ფსიქოლოგიურად, ხვიჩაზე ძალიან დიდი ზეწოლაა“
ჯუღელი: „ფსიქოლოგიურად, ხვიჩაზე ძალიან დიდი ზეწოლაა“