მანჩესტერ იუნაიტედი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

პეპ გუარდიოლა: სიმართლე გითხრათ, ჰალანდის სტატისტიკა მაშინებს

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში, მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „იუნაიტედი“ დამაჯერებლად, 9-გოლიან შეხვედრაში 6:3 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ განვლილი მატჩი შეაფასა და ერლინგ ჰალანდზეც ისაუბრა.

რა თქვა პეპმა:

პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად იყო. 4 გოლი გავიტანეთ და მეტის გატანაც შეგვეძლო. შესვენების შემდეგ თამაში ცოტა გართულდა. თუმცა, შთამბეჭდავი გამარჯვება მოვიპოვეთ. შესანიშნავად ვითამაშეთ და სტადიონზეც ყველა ბედნიერი იყო.

შეიძლება მოვიგოთ, ან წავაგოთ, მაგრამ არის ბევრი რამ, რისი გაკეთებაც უკეთ შეგვიძლია. ზოგიერთი მოთამაშე დღეს არც ისე კარგი იყო, ამიტომ მათ გაუმჯობესება სჭირდებათ.

დიახ, სრულყოფილება არ არსებობს, ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად კარგები ვიყოთ. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უკეთესადაც შეგვიძლია. ბევრმა ფეხბურთელმა მიუტევებელი პასები გააკეთა, ეს ცუდია. უფრო სტაბილურები უნდა ვიყოთ. ზოგიერთ ასპექტში ჯერ კიდევ არ ვართ საკმარისად კარგები.

რაც შეეხება ჰალანდს, ციფრები ყველაფრის მეტყველია. რასაც აქ აკეთებს, მან უკვე გააკეთა ყოფილ კლუბში, ჩვენ კი ვცდილობთ, რომ მას ადაპტაციაში დავეხმაროთ. იგრძნობა, რომ ის მუდამ მშიერია. სიმართლე გითხრათ, მისი სტატისტიკა მაშინებს კიდეც.

8 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 1 ქულით ჩამორჩება. გუარდილოას გუნდი მომდევნო შეხვედრას ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე, 5 ოქტომბერს, „კოპენჰაგენის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები