ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

„მოედნიდან არასდროს გავიყვანდი“ - ენრიკო ფედელე ხვიჩაზე

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკე ფედელემ იტალიურ Tele A-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ქართველმა ფეხბურთელმა უნდა გაიაზროს, რომ ფეხბურთს მარტო არ თამაშობს. მან ასევე აღნიშნა, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთვის“ შეუცვლელი მოთამაშეა, რომელსაც შეხვედრაში განსხვავების შექმნა ნებისმიერ მომენტში შეუძლია.

„ლუჩიანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიაზე ცოტათი გაბრაზებულია, მეც ასე ვარ. კვარაცხელია ნამდვილი ტალანტია, ეს უდავოა. მან უნდა გაიაზროს, რომ ის მარტო არ თამაშობს, არამედ თანაგუნდელებთან ერთად ასპარეზობს. ხშირად საგოლე პასის შესრულება კარისკენ დარტყმაზე უმჯობესია. ამ შემთხვევაში მწვრთნელს ვეთანხმები, თუმცა სპალეტის ადგილზე მას მოედნიდან არასდროს გავიყვანდი, რადგან თამაშში განსხვავების შექმნა ყოველთვის შეუძლია“.

შეგახსენებთ, „რეინჯერსთან“ მატჩის შემდეგ ლუჩიანო სპალეტიმ კვარაცხელიას თამაში კრიტიკულად შეაფასა:

„კვარაცხელია? თქვენ გამუდმებით იძახით მასზე, რომ ძლიერია, ძლიერია, ძლიერია... მაგრამ შემდეგ თამაშში პასის მაგივრად კარში ურტყავს. ნახეთ ნდომბელეს გოლი? ვისი დამსახურებაა? ანგისასი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ბურთი მას დაუთმო. რა თქმა უნდა ხვიჩა ძალიან ძლიერია, მაგრამ ხანდახან არჩევანის გაკეთება უნდა იცოდეს. შეხედეთ პოლიტანოს, რამდენჯერ ჩავიდა ის დაცვის დასახმარებლად. შემდეგ აიღო ბურთი და არაჩვეულებრივი პენალტი შეასრულა, ეს იყო სუპერპენალტი იმის გათვალისწინებით, თუ რაც მანამდე მოხდა. მას გაფრთხილება ჰქონდა და სწორედ ამის გამო შევცვალე. ყველა მოთამაშე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. თამაშს გუნდი იგებს და არა ერთი ფეხბურთელი. თუ რომელიმე მოთამაშე თავის საქმე არ შეასრულებს, ამგვარ წარმატებას ვერ მივაღწევთ. თუ კიმმა არ მოიგო საჰაერო ორთაბრძოლები, თუ ანგისამ და ლობოტკამ არ შეასრულეს მოედნის ცენტრში თავისი სამუშაო, შედეგიც არ იქნება. კვარა კი შეიძლება ბურთს ორჯერ შეეხოს... რა თქმა უნდა ის ძლიერია, აქვს მაღალი ხარისხი და თამაშზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ქმნის ჯანსაღ სიგიჟეს, მაგრამ გუნდისთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია''.

სერია ა-ს მე-7 ტურში „მილანი“ „სან სიროზე“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. შეხვედრა 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ საგოლე პასი შეასრულა, „რეინჯერსთან“ კი პენალტი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას ძლიერი მენტალიტეტი აქვს“ - კოსტაკურტამ ხვიჩაზე ისაუბრა
„მას ძლიერი მენტალიტეტი აქვს“ - კოსტაკურტამ ხვიჩაზე ისაუბრა