პეპ გუარდიოლა, ჯეკ გრილიში
Aa
Aa

გუარდიოლა: გრილიში გოლებისა და საგოლე პასებისთვის არ გვიყიდია

პეპ გუარდიოლა ჯერ გრილიშის მისამართით არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა და ინგლისელი შემტევი დაიცვა.

პეპი ამბობს, რომ გრილიშის თამაშით კმაყოფილია და იგი გოლების ან საგოლე პასების გამო არ უყიდიათ.

„ჩვენ ის არ ვიყიდეთ გოლებისა და საგოლე პასებისთვის, სხვა მიზეზები იყო. ის შესანიშნავი ბიჭია და პირველი, ვინც გუნდს ეხმარება, როცა მოედანზე ვერ გადის.

კმაყოფილი ვარ მისი საქციელით და სხვა ყველაფრით. მე მინდა, რომ მან გაიტანოს და პასები გააკეთოს, მასაც ეს სურს.

მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ამაზე არ არის დამოკიდებული, აქ მნიშვნელოვანია მისი წვლილი უბურთოდ გუნდის მუშაობაში და რას აძლევს ის დანარჩენ გუნდელებს. მან ბევრი რამ იცის.

ჯეკმა შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ ტერფის პრობლემების გამო ტემპის შენელება მოუწია. გაგვიმართლა, რომ სიტუაცია ჯერ ასე ცუდად არ განვითარებულა.

მე კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ის აკეთებს. მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ის სეზონის საწყის ფორმას დაუბრუნდება",

- თქვა პეპ გუარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ გრილიში 1 წლის წინ 118 მილიონ ევროდ იყიდა. ინგლისელმა დღემდე „ქალაქელთა“ რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. კვირაში მისი ანაზღაურება 360 ათასი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთელია“ - კარაგერი და ვუდგეითი ხვიჩაზე
„სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთელია“ - კარაგერი და ვუდგეითი ხვიჩაზე