ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, რეინჯერსი
Aa Aa

რეინჯერსი VS ნაპოლი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მეორე სათამაშო დღეს „ნაპოლი“ „რეინჯერსს“ სტუმრად უპირისპირდება. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

ამ გუნდების პირველი მატჩები

რა თქმა უნდა, გამორჩეული იყო „პარტენოპეის“ თამაში, რომელმაც საკუთარ კედლებში „ლივერპულს“ უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები დომინირებდნენ და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც მერსისაიდელთა ფეხბურთელებს სისხლი გაუშრო.

ქართველმა ვარსკვლავმა საგოლე გადაცემა შეასრულა და ასევე ერთ-ერთი გოლის შეტევაში მონაწილეობა მიიღო. საბოლოოდ, ხვიჩას თამაში დადებითად შეფასდა.

რაც შეეხება „რეინჯერსს“, გლაზგოელები სტუმრად „აიაქსს“ დაუპირისპირდნენ და უშანსოდ 0:4 დამარცხდა და ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფება.

შიდა ჩემპიონატი - „ნაპოლი“

ლუჩიანო სპალეტის გუნდმა სერია ა-ც წარმატებით დაიწყო. „ნაპოლიმ“ ბოლო ტურში „სპეციას“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე რასპადორიმ გაიტანა. გამარჯვების შემდეგ, იტალიის სერია ა-ს სწორედ „პარტენოპეი“ 14 ქულით ლიდერობს. შეიძლება ითქვას, ნეაპოლელები „რეინჯერსთან“ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან.

დანაკლისი:

სპალეტის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი ვიქტორ ოსიმენია, რომელსაც ტრავმა აქვს და დაახლოებით 1 თვე ვერ ითამაშებს. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა.

რა თქვა სპალეტიმ მატჩის წინ?

„“რეინჯერსის“ სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია, რადგან აქ განსაკუთრებული გულშემატკივრები არიან. მათი წყალობით, „რეინჯერსს“ ნებისმიერი 90 წუთის მოგება შეუძლია და ჩემი გუნდი ფრთხილად უნდა იყოს. ჩემს ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ და მათში ბევრ დადებით თვისებას ვხედავ, რომლებიც გლაზგოელების წინააღმდეგ გამოგვადგება.

რეალურად, ჩვენს ჯგუფში უდიდესი ისტორიის მქონე გუნდებმა მოიყარეს თავი და ასე ხშირად არ ხდება. „რეინჯერსი“ საკუთარ კედლებში ყოველთვის ძლიერია და იქ ადვილი არაფერი არ იქნება. ემოციები უნდა ვაკონტროლოთ! გასულ სეზონშიც ისეთ სტადიონებზე ვთამაშობდით, სადაც ზეწოლა დიდი იყო და ამას მიჩვეულები ვართ. მეტოქეს თუ ჩვენს თამაშს მოვახვევთ, ყველაფერი გამოგვივა.

სამწუხაროდ, ამ მატჩს ჩვენი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ტელევიზორს მიუსხდება და ისე გვიქომაგებს. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა 3 ქულაა. კარგი უპირატესობა გვაქვს და შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.“

კვარას შესანიშნავი ტექნიკა აქვს, მაღალი დონის მოთამაშეა, რომელსაც შეტევის დასრულება კარგად გამოსდის. ის იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებიც ყოველთვის კუთხეში ურტყამენ, თუმცა სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე დაცვითი ფუნქციების შესრულებაც მნიშვნელოვანია. „რეინჯერსს“ სწრაფი შემტევები ჰყავს და ხვიჩამ დაცვითი ფუნქციები უნდა შეასრულოს, ამ მხრივ თავგანწირვა უნდა აჩვენოს, რომ ჩვენი მცველი ორ მეტოქესთან არ დარჩეს“.

შიდა ჩემპიონატი - „რეინჯერსი“

შოტლანდიის ჩემპიონატში უკვე 6 ტური გაიმართა, საიდანაც „რეინჯერსმა“ 4 თამაში მოიგო, 1 წააგო, ხოლო 1 ფრედ დაასრულა. გლაზგოურმა კლუბმა უკანასკნელ ტურში მძიმე მარცხი განიცადა. ვან ბრონქჰორსტის გუნდი „სელტიკთან“ 0:4 განადგურდა. აქედან გამომდინარე, „რეინჯერსი“ „ნაპოლისთან“ მატჩს ცუდ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი:

გლაზგოელებს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ჰაჯი, ჰელანდერი, ლოურენსი, ოფობორი და სუტარი არ ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რუფის თამაშიც.

რა თქვა ვან ბრონქჰორსტმა მატჩის წინ?

„მისი სახელის გამოთქმა რთულია (იცინის). ძლიერი და სწრაფია, ჩვენ მასზე უნდა ვკონცენტრირდეთ. განსაკუთრებული მოთამაშეა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო და მის შეჩერებას უნდა ვეცადოთ. მის წინააღმდეგ დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“.

გუნდის მთავარი ბომბარდირები:

მიმდინარე სეზონში, „ნაპოლის“ მთავარი დამრტყმელი ძალა ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც ყველა ტურნირზე ერთად 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„რეინჯერსის“ მხრიდან ყველაზე კარგი შედეგით თავს ანტონიო ჩოლაკი იწონებს. ხორვატ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 7 მატჩი დაუგროვდა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

ცნობისთვის, ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. მომავალი მატჩი კი 14 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: