ლივერპული, არტურ მელო
Aa
Aa

არტური იუვენტუსიდან ლივერპულში გადავიდა

„იუვენტუსის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი, არტულ მელო კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. მისივე ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი მერსისაიდულ კლუბში იჯარის წესით, 2023 წლის ივნისამდე ითამაშებს, თუმცა „ლივერპულს“ კი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

არტური ლივერპულში დღეს ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც გარიგებას ოფიციალური სახე მიეცემა.

ბრაზილიელი ნახევარმცველი იუვენტუსში 2020 წელს გადავიდა და „ბიანკონერის“ მაისურით 63 შეხვედრა ჩაატარა, მანამდე კი ფეხბურთელი „ბარსელონას“ და „გრემიოს“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები