პოლ პოგბა
Aa
Aa

შანტაჟი ბავშვობის მეგობრებისგან და საკუთარი ძმისგან - პოგბამ პოლიციას მიმართა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ შანტაჟის მსხვერპლი გახდა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, პოგბას ბავშვობის მეგობრებმა და მისმა ძმამ, მატიასმა მისგან 13 მილიონი ევროს გამოძალვა სცადეს.

პოგბას მიხედვით, მარტში, მისმა ბავშვობის მეგობრებმა და ორმა შეიარაღებულმა პირმა პარიზში მდებარე ერთ-ერთ ბინაში შეიტყუეს და 13 მილიონი ევროს გადახდა მოსთხოვეს. მათი თქმით, პოგბამ მათი დახმარება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, თანხა კი უნდა გადაეხადა, რადგან ზემოთ ხსენებული ადამიანები მას 13 წლის განმავლობაში „ფარულად იცავდნენ“.

„იუვეს“ ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, ბავშვობის მეგობრებისგან მუქარები მიიღო. „ბიანკონერის“ ნახევარმცველის განცხადებით, ინციდენტის შემდეგ, მან გამომძალველები რამდენჯერმე იხილა და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იმ რაიონში მოხდა, სადაც „იუვენტუსის“ ბაზა მდებარეობს. პოლმა სწორედ მაშინ გაიგო, რომ გამომძალველთა შორის მისი ძმაც იყო. პოგბამ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ თავის მეგობრებს ყოველთვის ეხმარებოდა და სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც იანვარში, ერთ-ერთი მათგანის გაგდება მოუწია, რადგან იგი 200 000 ევროს მოპარვაში დაადანაშაულა.

პოგბას გარშემო სკანდალის დაწყება მატიასის ვიდეომ განაპირობა, რომელიც მან „ტვიტერზე“ შაბათს გამოაქვეყნა. მატიასი პოგბას სკანდალური დეტალების გასაჯაროებით დაემუქრა, რომლებიც მას, მის აგენტს, რაფაელ პიმენტასა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელს, კილიან მბაპეს უკავშირდება. მატიასი დარწმუნებულია, რომ ეს დიდ ხმაურს გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უგოლო ფრე ფლორენციაში - ხვიჩამ მოედანზე 1 საათი გაატარა
უგოლო ფრე ფლორენციაში - ხვიჩამ მოედანზე 1 საათი გაატარა