ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

,,ინსინიეს მსგავსი უმალ ვერ გახდება`` - იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ Rai 2-თან ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორის შესახებ ისაუბრა. ადანი თვლის, რომ კვარაცხელია ინსინიეს მსგავსი უმალ ვერ გახდება, მას ამისთვის გარკვეული დრო დასჭირდება.

''რასპადორის შეუძლია ''ნაპოლის'' კონკურენტუნარიან გარემოში საკვანძო მოთამაშე გახდეს. ანალოგიურად ვფიქრობ კვარაცხელიასა და სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებზე. ქართველი ფეხბურთელი და რასპადორი ინსინიესა და მერტენსის მსგავსნი უმალ ვერ გახდებიან, თუმცა მათ შეუძლიათ სპალეტის სქემებთან ადაპტირება და გაზრდა''.

ხვიჩა კვარაცხელია ლუჩიანო სპალეტს გუნდს მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, მან ამხანაგურ შეხვედრებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. გასულ კვირაში იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქართველი მარცხენა გარემარბი ნეაპოლურ კლუბს კარგად შეეწყო:

''ოსიმენმა ინსინიეს ზუსტი პასები დაკარგა, მაგრამ მარცხენა ფლანგზე მოვიდა ბიჭი, რომელმაც თავი მთელ ნეაპოლს შეაყვარა და ლორენცოზე ბევრად სწრაფია. ხვიჩა კვარაცხელია ნიგერიელს უფრო მეტ თავისუფალ სივრცეს ჰპირდება და როგორც დი ლორენცო ამბობს, იგი მეტოქეებს ისე სცდება, როგორც ბოულინგის ბურთი - კეგლებს“.

სერია ა-ს ახალი სეზონის პირველ ტურში ''ნაპოლი'' სტუმრად ''ჰელას ვერონას'' დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 აგვისტოს, 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ამ მატჩში ''ნაპოლის'' რიგებში კვარაცხელიას ოფიციალური დებიუტი შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დამაჯერებელი იყო“ - რას წერს AS მამარდაშვილზე
„დამაჯერებელი იყო“ - რას წერს AS მამარდაშვილზე