ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მარიო რუი ხვიჩაზე: „ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, აუცილებლად დაგვეხმარება"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, მარიო რუიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა უკანახაზელმა „პარტენოპეის“ ოფიციალურ რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და „კვარაზეც" ილაპარაკა.

„ჩემი აზრით, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ხვიჩას ადაპტაციის გასავლელად დრო დასჭირდება, მაგრამ მისი პასებიდან და დრიბლინგებიდან ჩანს, რომ შესანიშნავი მოთამაშეა. იგი ძალიან დაგვეხმარება და ამაში დარწმუნებული ვარ. მიხარია, ჩვენს გუნდში რომაა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და პირველი შეკრება დიმაროში გამართა. კვარაცხელიამ „პარტენოპეის“ მაისურით ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და პირველ მატჩში 2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში გოლით გამოირჩა.

La Gazetta dello Sport-ის ცნობით, „პარტენოპეის“ თავკაცი, ლუჩანო სპალეტი „კვარას“ თამაშით მოხიბლულია და მის განვითარებაზე ზრუნავს. დღეს, The analyst-მა ხვიჩა გამოარჩია და ტოპ 50 ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებსაც მომდევნო სეზონში თვალი უნდა ვადევნოთ. „კვარას“ გარდა რჩეულთა შორის გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის და მამუკელაშვილის გარეშე - საქართველო სლოვენიაში ჩაფრინდა
ბითაძის და მამუკელაშვილის გარეშე - საქართველო სლოვენიაში ჩაფრინდა