ლივერპული, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

"კაპელოს შეფასება გასათვალისწინებელია" - LIVERPOOL.COM კვარაცხელიაზე წერს

რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელია მოჰამედ სალაჰს შეადარა.

"მე დაინტერესებული ვარ ნაპოლის მდგომარეობით. განსაკუთრებით კვარაცხელია მაინტერესებს, რომელიც თავისი მოძრაობებით კარიერის საწყის წლებში მყოფ მოჰამედ სალაჰს ჰგავს“.

კაპელოს ეს სიტყვები ურეაქციოდ „ლივერპულის“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა არ დატოვა. Liverpool.Com წერს:

„“მილანის“, „იუვენტუსის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ნახა და ჩვენს ფეხბურთელს მოჰამედ სალაჰს შეადარა. ვინ არის კვარაცხელია და რამდენად შეესაბამება კაპელოს ნათქვამი სიმართლეს?

ერთი შეხედვით არასრულყოფილი ჩანს, რადგან ხვიჩამ კარიერის ძირითადი ნაწილი მარცხენა ფლანგზე გაატარა, თუმცა Transfermarkt მას მარჯვენა ფეხის თამაშის შესაძლებლობასაც უწერს. აქედან გამომდინარე, თუ სიტუაცია მოითხოვს ქართველი ფეხბურთელი მარჯვნივაც გადავა. მართლაც, კვარაცხელიამ თავის კარიერაში 14 ოფიციალური მატჩი მარჯვენა ფლანგზე ითამაშა.

კვარაცხელია სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა „ნაპოლის“. იტალიელებმა მასში 9 მილიონი ევრო გადაიხადეს. ხვიჩა ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, ხოლო შემდეგ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა. ამის მიზეზი შესაძლოა მისი ოჯახის მიმართ მუქარა იყო, რომელიც ვლადიმირ პუტინის უკრაინაში აგრესიულ ქმედებას უკავშირდება.

სანაკრებო დონეზე გაიბრწყინა. ესპანეთს შვედეთს და საბერძნეთს გაუტანა. როგორც ჩანს, ის აპირებს, რომ თავისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი გახდეს. კაპელოს ყურადღება ხვიჩამ თავისი სტილის გამო მიიპყრო.

ეს აგრესიული მიდგომა იმდენად ეფექტურია, რომ ნიჭიერი ფეხბურთელების აღმომჩენმა სკაუტმა იაცეკ კულიგმა მასზე საკმაოდ საინტერესო რამ თქვა: „ელექტრული ტემპი და აჩქარება. მას ასევე ბურთის კონტროლი და დიდი ტექნიკა აქვს.“

დიდი ალბათობით კაპელომ კვარაცხელია 22 წლის სალაჰს შეადარა, როდესაც ის 2014 წელს პირველად ჩავიდა სერია ა-ში. ასე კი მათი შედარება ნამდვილად სამართლიანი იქნება.

21 წლის ხვიჩა 22 წლის სალაჰის წინააღმდეგ:

საშუალოდ ორივე 2.1-ჯერ ურტყამს კარში, მაგრამ სალაჰის მაჩვენებელი 0.6 გოლია, ხოლო ხვიჩასი 0.2 . რაც შეეხება საგოლე გადაცემებს, აქ თანაბარი შედეგია 0.3, მაგრამ მოჰამედი საშუალოდ 3 შანსს ქმნიდა, ხოლო კვარაცხელია 1.7-ს.

კაპელოს შეფასება შესაძლოა ყველაზე მეტად დრიბლინგზე იყოს დამოკიდებული. ამ საკითხში კი ორივე ფეხბურთელი მეტად წარმატებულია. კვარაცხელია 1 მატჩში საშუალოდ 6.9 დრიბლინგს ახორციელებდა, საიდანაც 3.3 წარმატებული იყო. ეგვიპტელის სტატისტიკაში 7.5 დრიბლინგს ვხედავდი, საიდანაც წარმატებული 50.67% გახლდათ. დიდი ალბათობით ფაბიო კაპელო ამ კომპონენტში ამსგავსებს ხვიჩას სალაჰს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ სალაჰი უფრო რთული გუნდის და ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშობდა, თუმცა კაპელოს შეფასება მაინც გასათვალისწინებელია.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ხასიათი აქვს და გამბედავია
„შესანიშნავი ხასიათი აქვს და გამბედავია" - Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე