ბარსელონა, ლევანდოვსკი
Aa
Aa

ბუსკეტსი: "ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჩემი ბოლო სეზონია ბარსაში"

რობერტ ლევანდოვსკი ბარსას ფეხბურთელია. როდესაც ასეთი დონის მოთამაშე ახალ კლუბში გადადის ყოველთვის საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ სხვები. კატალონიური გრანდის ლეგენდარულმა მოთამაშემ სერხიო ბუსკეტსმა პოლონელი თავდამსხმელის და საკუთარი მომავალის შესახებ ისაუბრა.

ბუსკეტსი:

„ჩემთვის რობერტის გადმოსვლა ძალიან ბევრს ნიშნავს. ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია, რომელსაც უამრავი გოლი გააქვს. ვფიქრობ ლევანდოვსკი ჩვენთვის ძალიან ბევრ კარგ რამეს გააკეთებს. შეხედეთ რა შედეგს აჩვენებდა ბოლო წლებში..

„ბარსელონამ“ ძალიან კარგი შემადგენლობა შეკრიბა. ჩვენი შეტევის ხაზი საკმაოდ სოლიდურია. ობამეიანგი, ფატი, ფერანი, დემბელე, ლევანდოვსკი.. ამ ფეხბურთელებით დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია.

ყველამ იცის, რომ ეს ჩემი ბოლო სეზონია ბარსაში. ისიც ცნობილია, რომ MLS ძალიან მომწონს. დარჩენას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. ამერიკის ჩემპიონატი მაინტერესებს. „ინტერ მაიამიმ“ სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ ახლა უკეთეს შედეგს აჩვენებს.“

ბუსკეტსი „ბარსელონაში“

ლეგენდარული ესპანელი კატალონიური გრანდის პირველ გუნდში 2008 წლიდან გამოდის. 2008 წლიდან დღემდე, ბუსკეტსმა „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 676-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსმა გაიმარჯვა - ბრემერი ალეგრის გუნდში გადავა
იუვენტუსმა გაიმარჯვა - ბრემერი ალეგრის გუნდში გადავა