ბარსელონა, რობერტ ლევანდოვსკი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

„ახლა დაცვაზე მუშაობის დროა“ - ლაპორტა ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ

„ბარსელონაში“ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში სატრანსფერო კამპანია არ დასრულებულა და ჩავი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას განიხილავს.

ლაპორტას თქმით, შეტევის გაძლიერების შემდეგ პრიორიტეტი დაცვას მიენიჭება.

რა თქვა ჟოან ლაპორტამ:

ახლა დაცვაზე მუშაობის დროა. ჩავი რამდენიმე ფეხბურთელის არის დაინტერესებული და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები კიდევ რამდენიმე ტრანსფერით გაიხარებენ.

ლევანდოვსკისთვის პსჟ-თან და ჩელსისთან ერთად ვიბრძოდით, მას კი ჩვენთან გადმოსვლა სურდა. საგულისხმოა, რომ ბარსაში ის ანაზღაურების თვალსაზრისით ბევრად ნაკლებს გამოიმუშავებს და ამისთვის მას მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობა იმისთვის, რომ უდიდეს ზეწოლას გაუძლო.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის გარდა „ბარსელონამ“ ფრენკ კესი, ანდრეას კრისტენსენი და რაფინია დაიმატა. ასევე, ადგილობრივ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ჩავის გუნდი უახლოეს პერიოდში „ჩელსიდან“ მარკოს ალონსოს და ცეზარ ასპილიკუეტას დაიმატებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტოიჩკოვი: „ლევანდოვსკი ბევრ გოლს გაიტანს და მეტოქეებისთვის თავის ტკივილი იქნება“
სტოიჩკოვი: „ლევანდოვსკი ბევრ გოლს გაიტანს და მეტოქეებისთვის თავის ტკივილი იქნება“