ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ის უკვე გადატვირთულია გულშემატკივრების ენთუზიაზმით“ - იტალიური მედია „კვარაზე“

„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო ორმა თამაშმა იტალიურ მედიაში ნამდვილი ფურორი მოახდინა. სხვადასხვა სააგენტოები ქართველი ფეხბურთელის შესახებ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ და მას „კვარადონაც“ კი შეარქვეს.

ერთ-ერთი ბოლო სააგენტო, რომელმაც 21 წლის ფეხბურთელის შესახებ დაწერა „ნაპოლისთან“ დაახლოებული ვებ-გვერდი Quotidiano.net-ი არის. სტატიის ავტორი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ის კლუბში ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება

რა წერია სტატიაში:

მგონი, ახლა საუკეთესო დროა, რომ ნაპოლიში პაულო დიბალას ჩაშლილი ტრანსფერისგან გამოწვეული იმედგაცრუება დავივიწყოთ. ის რომაში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია, ისევე როგორც ხერად დელოფეუ და კიმ მინ-ჯაე. სანაცვლოდ კი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით უნდა ვისიამოვნოთ.

გასულ ორ ამხანაგურ შეხვედრაში (ანაუესთან და პერუჯასთან) საუკეთესო მოთამაშის როლი ხვიჩა კვარაცხელიამ მოირგო. ეს შემთხვევითია? ცხადია არა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მას თანაგუნდელების შესანიშნავად ესმის. განსაკუთრებით, ვიქტორ ოსიმენის. მოედანზე ამ ორ ფეხბურთელის დიალოგი კიდევ უფრო მჭიდრო და მომგებიანი ხდება. გოლები, საგოლე გადაცემა და უბრალოდ კარგი თამაში: კვარას ნამდვილად აქვს ყველა ის თვისება, რომ ლორენცო ინსინიეს მძიმე მემკვიდრეობა ღირსეულად გადაიბაროს. მას კურთხევა ლუჩიანო სპალეტისგანაც აქვს. პერუჯასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ ნაპოლის მწვრთნელმა ნათლად აღნიშნა, რომ ინსინეს ტორონტოში გადასვლის შემდეგ, კლუბში ქართველი ფეხბურთელის მოყვანა საუკეთესო გამოსავალი იყო.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გუნდიდან კაპიტნის წასვლა მძიმე დარტყმა არ ყოფილა და ამისთვის, მადლობა კვარაცხელიას, რომელიც უკვე გადატვირთულია „ნაპოლის“ გულშემატკივრების მოლოდინით და ენთუზიაზმით. ეს რა თქმა უნდა პატივია და ამავდროულად არის ტვირთიც, რომელმაც ყოველთვის ფხიზლად უნდა გამყოფოს. ერთი რამ ფაქტია, ქართველი ფეხბურთელი იმაზე მეტია, ვიდრე თავის დროზე აურელიო დე ლაურენტისი აფასებდა ზაფხულის წინა პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ „კვარამ“ იტალიურ კლუბში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა „ანაუსეს“ დუბლი შეუსრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა, რამდენიმე დღეში კი „პერუჯას“ ერთი გოლი შეუგდო.

ხვიჩას გოლი პერუჯასთან:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინსინიეს ღირსეული შემცვლელია
„ინსინიეს ღირსეული შემცვლელია" - სპალეტი ხვიჩას შესახებ