ბათუმის დინამო, პოზნანის ლეხი
Aa
Aa

ლეხის დამარცხების შემთხვევაში დინამოს 2 სავარაუდო მეტოქე ცნობილია

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' პოლონეთის ჩემპიონ პოზნანის ''ლეხს'' დაუპირისპირდება. პოლონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქე ისლანდიურ ''რეიკიავიკსა'' და უელსურ ''ნიუ სეინტს'' შორის გამარჯვებული იქნება.

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ლეხისა'' და ბათუმის ''დინამოს'' დაპირისპირება 21 ივლისს პოზნანში გაიმართა. საპასუხო მატჩი 28 ივლისს ბათუმში გაიმართება. ასევე აღსანიშნავია, რომ 24 ივლისს, პოლონეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ''ლეხი'' ''მეძ ლეგნიცას'' უმასპინძლებს. ასე რომ, ერთკვირიან მონაკვეთში ''ლეხი'' სამ შეხვედრას ჩაატარებს.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' სლოვაკურ ''სლოვანთან'' ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა. პოზნანის ''ლეხის'' მეტოქე აზერბაიჯანული ''ყარაბაღი'' იყო. ''ლეხმა'' შინ 1:0 მოიგო, თუმცა სტუმრად 5:1 განადგურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''კვარა ნაპოლიში ისევ სუპერია'' - Corriere dello sport-ი ხვიჩაზე
''კვარა ნაპოლიში ისევ სუპერია'' - Corriere dello sport-ი ხვიჩაზე