ბარსელონა, ლევანდოვსკი
Aa
Aa

ოფიციალურად - ლევანდოვსკი ბარსელონას ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნი“ დატოვა. ახლა კი კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ პოლონელი თავდამსხმელი მომავალი სეზონიდან მათ რიგებში ითამაშებს. რამდენიმე თვიანი საგა დასრულებულია.

ოფიციალურ განცხადებაში კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ წერია, თუმცა სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიელებს მისი ტრანსფერი 45 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ბონუსების სახით კი დამატებით 5 მილიონის გადახდა მოუწევთ. ლევანდოვსკი კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს. 3+1 სისტემით.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რობერტი ბარსელონაში კვირას ჩაფრინდება. პრეზენტაციის შემდეგ კი ის აშშ გუნდს შეუერთდება, სადაც შესაძლოა მისი დებიუტი „ელ კლასიკოში“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შედგეს.

„ბაიერნში“ 8 სეზონში ლევანდოვსკიმ 375 მატჩში 344 გოლი გაიტანა და 72 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები