ბარსელონა, ლიდსი, რაფინია
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - რაფინია ბარსელონაში ითამაშებს

რაფინიას საპნის ოპერა დასასრულს უახლოვდება. ბოლო პერიოდში, „ლიდსის“ შემტევს „ჩელსის“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს კატალონიურმა გრანდმა ტრანსფერის განსახორციელებლად შესაბამისი თანხები მოიძია და ყველაფერი გადაწყდა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ბარსელონასა“ და „ლიდსი იუნაიტედს“ შორის შეთანხმება საბოლოო სტადიაზეა.

„ბლაუგრანა“ ახალგაზრდა ბრაზილიელის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ინგლისური კლუბი დათანხმდა. ბონუსების ჩათვლით კი ტრანსფერი 68 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ახლა მხოლოდ მოსაგვარებელი რეგისტრაციის პრობლემაა. მოგეხსენებათ, ლა ლიგის კანონების მიხედვით, ნებისმიერ გუნდს, რომელსაც სახელფასო ლიმიტი შევსებული აქვს, ახალ ფეხბურთელს ვერ დაარეგისტრირებს. რაფინია ახლა ამის მოგვარებას ელოდება და კონტრაქტს გააფორმებს.

რაფინია „ლიდსში“

25 წლის შემტევი ინგლისურ კლუბს 2020 წელს შეუერთდა. ორი სეზონის განმავლობაში რაფინიამ „ლიდსი იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 66-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალვეში:
ალვეში: "ბარსა ისტორიის დამწერ ფეხბურთელებს აღარ აფასებს"