რობერტო მანჩინი, იტალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მანჩინი: მსოფლიო ჩემპიონატს აუცილებლად მოვიგებ

იტალიის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას აპირებს.

რას თქვა მანჩინიმ:

როდესაც ეროვნული ნაკრები ჩავიბარე, ორი მთავარი მიზანი დავისახე: ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების მოგება. ერთი წლის წინ, როდესაც ევრო 2020-ის თასი ხელში მეჭირა, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მუნდიალის ჯილდოსაც მიყოლებით მოვიგებდი. მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობდი, მაგრამ ცხადია, ეს წელს ვერ მოხდება. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას შევძლებთ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში იტალიის ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდთან საკუთარ მოედანზე, 0:1 დამარცხდა და ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა.

აქვე გეტყვით, რომ 1 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს რობერტო მანჩინის გუნდმა ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები