ბუდუ ზივზივაძე, ლაშა ოდილაძე
Aa
Aa

პოლონეთი ან თურქეთი? - ზივზივაძის მიმართ დიდი ინტერესია

''მოლ ფეჰერვარის'' ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე თურქული, პოლონური და გერმანული კლუბების რადარზეა. ამ თემაზე ფეხბურთელის აგენტმა, ლაშა ოდილაძემ ''პირველ არხთან'' ისაუბრა.

''ოფიციალური წინადადება აქვს მეორე ბუნდესლიგის გუნდიდან, მაგრამ „ფეჰერვარმა“ ისეთი თანხა მოითხოვა, რასაც გერმანული გუნდი ვერ გაწვდებოდა“ - აღნიშნა ოდილაძემ ''პირველ არხთან'' ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, ზივზივაძე „ანკარაგიუჯუს“ ყურადღების ცენტრში მოექცა, რომლის შემადგენლობაში ახლახანს გიორგი ბერიძე ჩაირიცხა. ინფორმაცია თურქმა ჟურნალისტმა, ოსმან ჯენგიზმა მიმდინარე კვირაში გაავრცელა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ზივზივაძემ თავის მომავალთან დაკავშირებით CrystalSport-ის პროექტ ''დიმას თემაში'' ისაუბრა.

ზივზივაძე: ''ყველა ფეხბურთელის სურვილია, რომ რაც შეიძლება მაღალი დონის ჩემპიონატში ითამაშოს, რომ განვითარება არ შეწყვიტოს. ტოპ ლიგებში გადასასვლელად ცოტა ასაკში ვარ. თურქეთში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. ასევე, ვფიქრობ პოლონეთში გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება''.

შეგახსენებთ, რომ ბუდუმ უნგრეთის ჩემპიონატში, „უიპეშტის" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში), მის აქტივში 11 გოლი და 2 საგოლე პასია. უნგრეთის თასზე ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1/4-ფინალში მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, ნახევარფინალში კი - 90 წუთი.

გასული სეზონის მეორე ნახევარი ბუდუმ ''უიპეშტში'' იჯარით გაატარა, ''მოლ ფეჰერვართან'' მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა მოქმედ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, წლეულს სასტარტოში სამჯერ ითამაშა და სამივე შეხვედრაში გოლი შეაგდო (ამხანაგურში ბოსნიას გაუტანა, ერთა ლიგაზე ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას). საერთო ჯამში, საკლუბო და სანაკრებო შეხვედრების ჩათვლით, თუ მხოლოდ სასტარტოში ჩატარებულ მატჩებს ჩავთვლით, ბუდუმ 15 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფოტო: NAKREBI.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე ნიდერლანდებში? - მოლაპარაკება მიმდინარეობს
ჩაკვეტაძე ნიდერლანდებში? - მოლაპარაკება მიმდინარეობს