ტოდ ბოელი
Aa
Aa

"ფეხბურთში ამერიკული მენტალიტეტის ნაწილი უნდა გადავიტანოთ" - ჩელსის მფლობელი

ლონდონის „ჩელსის“ ახალმა მფლობელმა ტოდ ბოელმა განაცხადა, რომ თავისი განზრახვაა დაეხმაროს ფეხბურთს ფინანსური პოტენციალის რეალიზებაში.

48 წლის ბიზნესმენი, რომელიც „ჩელსის“ ერთ-ერთი მფლობელი გახდა, ასევე ფლობს წილებს ბეისბოლის კლუბ „Los Angeles Dodgers“-ში.

„ჩვენ გვჯერა, რომ გლობალურად ეს სპორტი არ არის განვითარებული ისე, როგორც უნდა იყოს. ევროპულ ფეხბურთს ოთხი მილიარდი გულშემატკივარი ჰყავს. NFL-ს კი 170 მილიონი. ამავდროულად, გლობალურად, საკლუბო ფეხბურთი გამოიმუშავებს NFL-ის მედია შემოსავლების მხოლოდ მცირე ნაწილს.

ჩვენ ასევე ვაპირებთ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ფეხბურთელებს მეტი ფულის გამომუშავებაში. შეხედეთ ლებრონ ჯეიმსს - მას აქვს საკუთარი ბიზნესი და მთელი გუნდი, რომელიც მუშაობს იმაზე, რაც ხდება კალათბურთის მოედნის მიღმა.

ასე რომ, ვფიქრობ, არის შესაძლებლობა, რომ ამერიკული მენტალიტეტის გარკვეული ნაწილი ინგლისურ სპორტში გადავიტანო და მის განვითარებას დავეხმარო“,

- ამბობს ბოელი.

შეგახსენებთ, რომ კონსორციუმს „ჩელსის“ შეძენა 4,25 მილიარდი ფუნტი დაუჯდა. ამერიკელებმა კლუბი რუსი ოლიგარქისგან, რომან აბრამოვიჩისგან იყიდეს, რომელსაც უკრაინაში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დიდ ბრიტანეთში ფინანსური სანქციები დაუწესდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის გასახდელში ჩხუბისთვის ლეონარდო დასაჯეს, ხელაიფი არა
რეალის გასახდელში ჩხუბისთვის ლეონარდო დასაჯეს, ხელაიფი არა