გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიას ინიციატივა - მამარდას ხელთათმანები და ფეხბურთელთა მაისურები კეთილი მიზნებისთვის

„ვალენსიას“ ფონდმა MatchWornShirt-თან ერთად, საქველმოქმედო აუქციონი გამართა, რომელზეც კოპა დელ რეის ფინალში გამოყენებული მაისურები და სხვა აქსესუარები გაიყიდა. „ღამურების“ ფონდს მაისურები და აქსესუარები „ჩეს“ ფეხბურთელებმა გადასცეს და თითოეულ მათგანზე თავიანთი ავტოგრაფები დატოვეს.

საინტერესოა, რომ „ვალენსიას“ ინიციატივაში მონაწილეობა ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმაც მიიღო და სილესენთან და ხაუმესთან ერთად, ფონდს თავისი ხელთათმანები გადასცა. აუქციონის შედეგად, 36 950 ევრო შეგროვდა, რომელიც 4 საქველმოქმედო პროექტს მოხმარდება.

El Desmarque-ის ინფორმაციით, „ღამურები“ Escoles Cor Blanquinegre-ს (პრობლემების მქონე ბავშვებზე ორიენტირებული საქველმოქმედო ფონდი), VCF Inclusivo (გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებზე ორიენტირებული ფონდი), Ejercicio físico personalizado. Claves para envejecer mejor-ს (ვალენსიას ერთ-ერთი საავადმყოფოს კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ვალენსიას ყოფილ ფეხბურთელებზეა ორიენტირებული) და Alojamiento seguro para desplazados ucranianos-ს (ლტოლვილი უკრაინელების დახმარებაზე ორიენტირებული ფონდი) დაეხმარებიან.

სხვათა შორის, ყველაზე ძვირად ალდერეტეს მაისური გაიყიდა, რომლის ღირებულებამ 1974 ევრო შეადგინა. მეორე ადგილი ილაიშ მორიბას მაისურმა დაიკავა - 1827 ევრო, ხოლო მესამე გედეში გახლდათ - 1105 ევრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლამაზი პერიოდი და ისტორიული სერია
„ლამაზი პერიოდი და ისტორიული სერია" - ფრანგული გაზეთი სანიოლსა და საქართველოს ნაკრებზე