ლაშა დვალი, ფერენცვაროში
Aa
Aa

''99 პროცენტით ფერენცვაროშს დავტოვებ'' - ლაშა დვალი კლუბს შეიცვლის

უდიდესი ალბათობით, ''ფერენცვაროშს'' ქართველი ფეხბურთელი ლაშა დვალი დატოვებს. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ბულგარეთთან მატჩის შემდეგ 27 წლის ცენტრალურმა მცველმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ 99 პროცენტით უნგრეთის ჩემპიონთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, მოქმედი ხელშეკრულება კი მიმდინარე თვეში ეწურება.

''99 პროცენტით ''ფერენცვაროშს'' დავტოვებ. ამ ეტაპზე არ ვიცი, რომელ კლუბში გავაგრძელებ კარიერას. შესაბამისად, ჯერ ქვეყანასაც ვერ გეტყვით''.

2021-22 წლების სეზონში ლაშა დვალმა ''ფერენცვაროშის'' რიგებში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. გარდა იმისა, რომ ხშირად სათადარიგოთა სკამზე იჯდა, გარკვეული პერიოდი ტრავმა აწუხებდა. 

''მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე კარგად მოვემზადე, რაც თამაშში დამეხმარა. ჩემთვის მეორე ტაიმი რთული იყო, მაგრამ არა შეუძლებელი''.

2019 წლის ზამთარში ლაშა დვალი პოლონური ''პოგონიდან'' ''ფერენცვაროშში'' გადავიდა. კლუბთან ერთად უნგრეთის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე ითამაშა.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მინიმუმ 9 ახალი ფეხბურთელი - დიდი ცვლილებები შოთა არველაძის გუნდში
მინიმუმ 9 ახალი ფეხბურთელი - დიდი ცვლილებები შოთა არველაძის გუნდში