კილიან მბაპე, ზინედინ ზიდანი, ემანუელ მაკრონი
Aa
Aa

მაკრონი: დიახ მბაპეს ვესაუბრე - ზიდანი? საფრანგეთს საუკეთესოები სჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კილიან მბაპეზე და ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

მაკრონი სპორტში აქტიურად არის ჩართული და ფრანგული ფეხბურთის გავლენის გასაზრდელად მცდელობებს არ იშურებს.

- თქვენ ესაუბრეთ კილიან მბაპეს, როგორც მან თქვა. დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ზინედინ ზიდანზე. ელაპარაკეთ მასაც? იქნება თუ არა მნიშვნელოვანი საფრანგეთის გავლენისთვის ზინედინ ზიდანის ხილვა პსჟ-ში?

„მე შევძელი კილიან მბაპესთან საუბარი, მაგრამ ის არჩევანს სინდისის კარნახით აკეთებს. მან ეს აჩვენა, ის ძალიან მომწიფებულია, კარიერას და თავის ვალდებულებას დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით აშენებს. მე არ მილაპარაკია ზინედინ ზიდანთან, მაგრამ უზომოდ აღფრთოვანებული ვარ მისით, როგორც ფეხბურთელით და როგორც მწვრთნელის მიმართ. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში გვყავდეს მსგავსი ნიჭის სპორტსმენი და მწვრთნელი, რომელმაც შეძლო დაებრუნებინა სამი მთავარი თასი, რომელიც ძალიან გვსურს ჩვენი კლუბებისთვის.

ვისურვებდი, რომ ფრანგული ფეხბურთისა და საფრანგეთის ჩემპიონატის გავლენა გაზრდილიყოს იმით, რომ ზიდანის მსგავსი პერსონა აქ დაბრუნდეს, რათა გაწვრთნას, რომელიმე დიდი ფრანგული კლუბი. ეს კარგი იქნება. ჩემი როლია იმის თქმა, რომ საფრანგეთი სპორტისა და ფეხბურთის დიდი ერია, რომ არის დიდი აუდიტორია, ვისაც უყვარს ეს სპორტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საუკეთესოები გვყავდეს“.

- ციტირებს მაკრონის სიტყვებს rmcsport-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები