დარვინ ნუნიესი
Aa
Aa

100-მილიონიანი შეთავაზება ბენფიკას - ლივერპული ნუნიესს უმიზნებს

„ლივერპული“ მზადაა, დარვინ ნუნიესის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. პორტუგალიური გამოცემის, Record-ის ინფორმაციით, „წითლებმა“ „არწივებს“ წინადადებით უკვე მიმართეს და მათგან პასუხს ელიან.

„ბენფიკას“ თანხმობის შემთხვევაში, ნუნიესი „ლივერის“ ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება. 22 წლის შემტევმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა, რომ „ენფილდზე“ გადასვლა სურს და „ლივერპული“ მისი რჩეულია. ბრიტანული პრესის ცნობით, დარვინის თამაშით „წითლების“ სამწვრთნელო შტაბიც მოხიბლულია.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ნუნიესმა „ბენფიკას“ მაისურით 41 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 34 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. „ლივერპულის“ გარდა, 22 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვით „ატლეტიკო“ ინტერესდება, მაგრამ ამ ეტაპზე, ფავორიტი მერსისაიდელები არიან. Daily Mail-ის მიხედვით, კლუბის მესვეურებს „ბენფიკასთან“ პირდაპირი მოლაპარაკებები აქვთ და იმედიანად არიან.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით, „ლივერის“ ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ვირჯილ ვან დეიკი გახლავთ. მერსისაიდელებმა ნიდერლანდელი „საუთჰემპტონიდან“ გადაიყვანეს და მისი ტრანსფერი 75 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თამაში შემთხვევით ვნახე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა“ - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე
„მისი თამაში შემთხვევით ვნახე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა“ - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე