გამორიცხულია - რეალი ჩუამენის სანაცვლოდ თანხას არ გაზრდის
Aa
Aa

გამორიცხულია - რეალი ჩუამენის სანაცვლოდ თანხას არ გაზრდის

მადრიდის „რეალმა“ „მონაკოს“ მიერ მოთხოვნილი გაზრდილი თანხა არ გადაიხადა და გაუმჯობესებული წინადადების გაგზავნას არ აპირებს.

Marca-ს ცნობით, მადრიდული კლუბი „მონაკო“ კვლავ 60+10 მილიონ ევროს სთავაზობს. წყაროს ცნობით, ეს „ბლანკოსის“ ბოლო წინადადებაა.

პსჟ-ს შეთავაზება გაცილებით მაღალია. იმისთვის, რომ „მონაკომ“ ჩუამენი „რეალში“ გაუშვას, სადაც თავად ფეხბურთელსაც სურს, ამისთვის მონეგასკებს დაახლოებით 20 მილიონ ევროზე უარის თქმა მოუწევთ.

მადრიდის „რეალის" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ისინი კიდევ ერთხელ გახდნენ უთანასწორო ბრძოლის მონაწილეები.

კლუბის ხელმძღვანელების თქმით, პსჟ აკეთებს შემოთავაზებებს, რომლებიც არ შეესაბამება მოთამაშის საბაზრო ღირებულებას. გარდა ამისა, მიაჩნიათ, რომ პარიზელები ხარჯვის დასაშვებ ზღვარს აჭარბებენ.

მადრიდის „რეალი" დიდი ხანია მუშაობს ჩუამენის ტრანსფერზე, მაგრამ პსჟ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც „გამაოგნებლად" არის აღწერილი.

„რეალი" დათმობას არ აპირებს - კლუბის სპორტულმა ხელმძღვანელობამ უკვე მოამზადა რამდენიმე მოთამაშის სია, რომლებიც ჩუამენის ალტერნატივა შეიძლება გახდეს. მადრიდელები ფრანგის სანაცვლოდ მეტ თანხას არ გადაიხდიან, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ახლა გადაწყვეტილება „მონაკოს“ ხელმძღვანელობის ხელშია.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა „მონაკოს“ შემადგენლობაში 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელები, რომლებიც ერთა ლიგაზე გაგაოცებენ - Sports.ru-მ ხვიჩა გამოარჩია
ფეხბურთელები, რომლებიც ერთა ლიგაზე გაგაოცებენ - Sports.ru-მ ხვიჩა გამოარჩია