ესპანეთი მონაკოს ოფშორულ ზონად თვლის - მონაკო რეალს დამატებით 15 მილიონს თხოვს
Aa
Aa

ესპანეთი მონაკოს ოფშორულ ზონად თვლის - მონაკო რეალს დამატებით 15 მილიონს თხოვს

აურელინ ჩუამენის „მონაკოდან“ მადრიდის „რეალში“ ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს მომავალში არ განხორციელდეს.

ESPN-ის ცნობით, ვინაიდან „მონაკოს“ სამთავრო ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ ოფშორულ ზონად ითვლება, ნახევარმცველის გაყიდვისას მონეგასკებს მოგების ოდენობის 24%-ის გადასახადის გადახდა მოუწევთ. „რეალი“ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდის.

ამასთან დაკავშირებით, „მონაკოში“ იმედოვნებენ, რომ „რეალი“ გარიგებას დაახლოებით 15 მილიონ ევროს დაამატებს, მაგრამ მადრიდელებს ამის გაკეთება ჯერ არ სურთ.

ამავდროულად, ჩუამენთან დაახლოებულმა წყარომ აღნიშნა, რომ პრობლემა არც ისე მწვავეა, ამიტომ ტრანსფერი სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლომდე შედგება.

ხაზგასმულია, რომ „მონაკოსთვის“ ასეთი ვითარება ახალი არ არის. კლუბი ადრე მსგავს ვითარებაში გადასახადს ისეთი ფეხბურთელების სანაცვლოდ იხდიდა, როგორებიც არიან ხამეს როდრიგესი, იანიკ ფერეირა კარასკო და სხვები. საუბარია ესპანურ კლუბებში განხორციელებულ ტრანსფერებზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ცდილობს საუკეთესოდ დაასრულოს თავისი თავგადასავალი ეროვნულ ლიგაში" - იტალიური პრესა ხვიჩაზე