კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

"მბაპე საკმარისი არ არის, პროექტია საჭირო, ამიტომ ვერ გაამართლა რონალდუმ სერია A-ში"

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა კილიან მბაპეს „რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„თუ მბაპე გადავა და როგორც ჩანს, ეს აუცილებლად მოხდება, ეს დადებითად იმოქმედებს მთელ ლიგაზე.

ოღონდ მაგალითად მოვიყვან იტალიას: თუ დიდი მოთამაშეების მოსვლას არ ახლავს პროექტის ზოგადი იმპულსური განვითარება, მაშინ ასეთი ტრანსფერები უსარგებლოა.

სერია A-მ დიდი საგადასახადო უპირატესობა მოიპოვა მთავრობის დახმარების წყალობით, საზღვარგარეთიდან ჩამოსულთათვის გადასახადების შემცირებაში და შეძლო კრიშტიანუ რონალდუს და სხვა ცნობილი ფეხბურთელების კალიბრის მოთამაშეების იტალიაში ჩაყვანა.

სერია A-ს დონე არათუ არ გაიზარდა, პირიქით, დაეცა. იტალიის შემთხვევა აჩვენებს, რომ მხოლოდ მოთამაშეები არ კმარა, ჩვენ გვჭირდება ადეკვატური მენეჯმენტის გადაწყვეტილებები, რაც გამოიწვევს კლუბის წინსვლას, ზრდას.

მათ შეუძლიათ ჰალანდის, მბაპეს ან ორივეს ერთდროულად გაფორმება, მაგრამ ზუსტი მოდელის გარეშე ეს ყველაფერი უსარგებლოა“,

- განაცხადა ხავიერ ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ საკმაოდ დიდი შანსია, ახალი სეზონიდან ლა ლიგაში კილიან მბაპე და რობერტ ლევანდოვსკი ვიხილოთ. „რეალი“ და „ბარსელონა“ მათ გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მორიგი მაგია ხვიჩასგან
„მორიგი მაგია ხვიჩასგან" - ნეაპოლური პრესის გამოხმაურება