ბარსელონა, ქალთა ფეხბურთის გუნდი
Aa
Aa

კამპანია LGBT-ფობიის წინააღმდეგ - ბარსა იასამნისფერი მაისურებით ითამაშებს

კატალონიის ''ბარსელონას'' ქალთა და კაცთა გუნდები შემდეგ მატჩში იასამნისფერ მაისურებში ითამაშებენ, რაც LGBT-ფობიის წინააღმდეგ კამპანიას გულისხმობს.

ლა ლიგის 37-ე ტურში ჩავის გუნდი ''ხეტაფეს'' ესტუმრება, ''ბარსას'' ფეხბურთელები იასამნისფერი მაისურებით იასპარეზებენ.

ანალოგიურად, ამ ფერის მაისურებში ვიხილავთ ქალ ფეხბურთელთა გუნდს, რომელიც ''ატლეტიკოს'' შეხვდება.

''ბარსას'' სურს ჰომოფობიის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ხილვადობა გაიზარდოს, რომ უფლებებით ყოველი ადამიანი სქესისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად თანასწორია.

აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობისთვის განკუთვნილი მაისურები თანასწორობოსა და განსხვავებულობის ელემენტებს შეიცავს. ცნობიერების ამაღლების კუთხით მიმდინარე თვეში კატალონიური გრანდი რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.

შეგახსენებთ, 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"რა თქმა უნდა ფინალში ვითამაშებ" - სალაჰის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა