იუვენტუსი, ინტერი, სიმონე ინძაგი, კოპა იტალია
Aa
Aa

"გამარჯვებულის ბედს დეტალები გადაწყვეტს" - ინძაგი იუვესთან ფინალის წინ

კოპა იტალიის ფინალში ერთმანეთს „ინტერი“ და „იუვენტუსი“ დაუპირისპირდებიან. „ნერაძურის“ ჯერ კიდევ აქვს სერია ა-ს მოგების მცირე შანსი, ხოლო „ბიანკონერის“ სეზონი ჩავარდნილია და გადარჩენა მხოლოდ კოპა იტალიის მოგებით შეუძლია.

ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩს წინ, „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ინძაგი:

„ეს ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 110 %-ით უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია. ყველასთვის მნიშვნელოვანი კვირაა. ფინალში გასასვლელად ბევრი ვიშრომეთ და უნდა დაგვიფასდეს. გამარჯვებულის ბედს დეტალები გადაწყვეტს. „ინტერი“ და „იუვენტუსი“ ერთმანეთს კარგად იცნობენ. ამ სეზონში ჩვენ სამჯერ შევხვდით ერთმანეთს. რთულ მომენტებს უნდა გავუმკლავდეთ..

სერია ა-ზე ახლა ვერ ვიფიქრებთ. პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ მერჩივნა ფინალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გვეთამაშა. ყველა ფინალი მნიშვნელოვანია. გამარჯვებისთვის სწრაფი ტემპი და მონდომება გვჭირდება. „ინტერს“ თასი 10 წელზე მეტია არ მოუგია და ეს ცუდი ტრადიცია უნდა დავარღვიოთ. გულშემატკივრები ყოველთვის მხურვალედ გვამხნევებენ და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება.“

შეგახსენებთ, რომ კოპა იტალიის ფინალი 11 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები