ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ინაკი უილიამსი
Aa
Aa

ფენომენალური სეივი - მამარდას მერვე მშრალი მატჩი ლა ლიგაში

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის 35-ე ტურში ბილბაოს ''ატლეტიკმა'' ''სან მამესზე'' ''ვალენსიას'' უმასპინძლა (0:0).

ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი კვლავ სასტარტოში ათამაშა. 21 წლის ქართველმა მეკარემ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. აღსანიშნავია მისი და ინაკი უილიამსის დაპირისპირება, ''ღამურების'' მეკარემ მას რამდენიმე ეპიზოდში აჯობა. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრების მეკარემ იმდენად მაღალ დონეზე ითამაშა, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ, ''მატჩის მეფედ'' დასახელდა.

მეორე ტაიმში გიორგი მამარდაშვილმა ინიაკი უილიამსს აუღო, ''ატლეტიკის'' ფორვარდი მეკარესთან პირისპირ დარჩა, გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა 21 წლის ქართველმა მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია. ლა ლიგის ტელევიზიის კომენტატორმა მამარდაშვილის მიერ მოგერიებული დარტყმა ასე შეაფასა: ''ფენომენალური სეივი''.

გარდა ამ მომენტისა, მამარდაშვილმა კიდევ ერთი ბრწყინვალე ''სეივი'' მატჩის მიწურულს შეასრულა, როცა კვლავ ინიაკი უილიამსის დარტყმა მოიგერია.

შეგახსენებთ, ამ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 20 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 16 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

20-გუნდიან ლა ლიგაში ''ვალენსია'' 44 ქულით მე-10 ადგილზეა, შემდეგ ტურში ''ბეტისს'' უმასპინძლებს (10 მაისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული მატჩი - ჰალი მარცხს დამატებულ წუთზე გადაურჩა
დრამატული მატჩი - ჰალი მარცხს დამატებულ წუთზე გადაურჩა