მინო რაიოლა, მარიო ბალოტელი
Aa
Aa

„გრცხვენოდეთ“ - ბალოტელი რაიოლას გარდაცვალებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

მარიო ბალოტელი იტალიურ პრესაში, მინო რაიოლას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „სუპერ მარიომ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და იტალიელი ჟურნალისტები გააკრიტიკა.

„პირველები უნდა იყოთ არა??? გრცხვენოდეთ და თქვენი განათლების, პატივისცემის, ღირებულებებისა და პასუხისმგებლობების დონის გამო ძალიან უნდა გრცხვენოდეთ! გამაგრდი მინო!“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, ავტორიტეტულმა  გამოცემებმა, Marca-მ, Mundo Deportivo-მ, Calciomercato-მ და სხვებმა მინო რაიოლას გარდაცვალების შესახებ დაწერეს. მადრიდის „რეალმა“ სოციალურ ქსელებში რაიოლას ოჯახს მიუსამძიმრა კიდეც, მაგრამ რეალობა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა.

რაიოლას დამხმარე ხოსე ფორტეს როდრიგესმა, რომელიც ცნობილ აგენტთან 15 წელია მუშაობს, ყველაფერს უარყოფს და აცხადებს: „იგი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ არ გარდაცვლილა.“ BBC-ის ჟურნალისტი, საიმონ სტოუნი და Associated Press-ის წარმომადგენელი, დანიელ მატარი აცხადებენ, რომ პრესაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და რაიოლა ცოცხალია.

„ჯანმრთელობის ამჟამინდელი სტატუსი მათთვის, ვისაც აინტერესებთ: „განრისხებული ვარ! ბოლო 4 თვეში მეორედ მომკლეს. როგორც ჩანს, მკვდრეთით აღდგომაც შემიძლია“, - დაიწერა რაიოლას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაია ინგლისში? - ბრიტანეთში ქართველი სპეციალისტის დაბრუნებას ვარაუდობენ
ქეცბაია ინგლისში? - ბრიტანეთში ქართველი სპეციალისტის დაბრუნებას ვარაუდობენ