გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "განსხვავებულ თამაშს ველოდები"

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში განმეორებითი მატჩების დროა. „ატლეტიკო“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „ქალაქელთა“ თავკაცმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

გუარდიოლა:

„განსხვავებულ თამაშს ველოდები. წინა დაპირისპირება სულ სხვანაირი იყო. ვფიქრობ, ჩვენი მოწინააღმდეგე შეტევაზე მეტ აქცენტს გააკეთებს. „ატლეტიკო“ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ითამაშებს და ეს დამატებითი მოტივაციაა. „ვანდაზე“ ისინი ყოველთვის პრობლემებს ქმნიან.

თავს შესანიშნავად იცავენ და კონტრ-შეტევაზე ბრწყინვალედ გადადიან. მოედნის ზედა ნაწილში სიმეონე თავის გუნდს უფრო აქტიურად ათამაშებს და პრესინგი პრიორიტეტული იქნება. ამ ყველაფერთან ადაპტირებულები ვართ. ბურთის დაკარგვის შემთხვევაში ყველანაირად ვეცდებით მის დაბრუნებას.

დიეგო სიმეონეს დიდ პატივს ვცემ. მან წარმოუდგენლად დიდი სამუშაო ჩაატარა „ატლეტიკოში“ და მეოთხედფინალში შემთხვევით ვერავინ გადის. ჩემი ფეხბურთელები მაქსიმალურად ეცდებიან სასურველი შედეგის დაფიქსირებას.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მანჩესტერში გაიმართა და „ქალაქელებმა“ კევინ დე ბრუინის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვეს. ცნობისთვის, „ატლეტიკოსა“ და „სიტის“ განმეორებითი მატჩი 13 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები