„ნაპოლისთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა“ – Calciomercato ხვიჩაზე წერს
Aa
Aa

„ნაპოლისთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა“ – Calciomercato ხვიჩაზე წერს

იტალიურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. „კვარასა“ და „პარტენოპეის“ თანამშრომლობაზე Calciomercato წერს და აცხადებს, რომ ქართველი ფეხბურთელის იტალიაში გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

„ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და მოლაპარაკებები წინ სწრაფად მიდის. Calciomercato-ს მიერ კლუბთან დაახლოებული წყაროებისგან მოპოვებული ინფორმაციით, ტრანსფერის გასაჩარხად მხოლოდ დეტალებიღაა მოსაგვარებელი და ხვიჩა ნაპოლიში გადასვლისგან ნამდვილად ერთ ნაბიჯში იმყოფება. ამ წუთისთვის მოულოდნელი არაფერი ხდება და ნაპოლი უზრუნველყოფს, რომ ხვიჩამ ნეაპოლში ითამაშოს.

ქართველი ფეხბურთელი მილანის რადარზეც იყო, მაგრამ ნაპოლის სურვილი მტკიცე აღმოჩნდა და კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო გიუნტოლიმ ხვიჩას წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, მისთვის შესაფერისი ადგილი გამონახა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, იტალიურ პრესაში „არსენალის“ ინტერესის შესახებაც დაიწერა, მაგრამ როგორც ჩანს, „ნაპოლი“ მთავარი ფავორიტია და „დინამო ბათუმიდან“ ხვიჩა იტალიას მიაშურებს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველანაირი დებატები დაასრულა“ – El Desmarque მამარდაშვილზე წერს
„ყველანაირი დებატები დაასრულა“ – El Desmarque მამარდაშვილზე წერს