მანჩესტერ სიტი VS ატლეტიკო - მატჩის წინ
Aa
Aa

მანჩესტერ სიტი VS ატლეტიკო - მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროში ჩემპიონთა ლიგის ჯერი დგება. მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საინტერესო და საჭირო სიახლეს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„მანჩესტერ სიტი“

„ქალაქელები“ პრემიერ ლიგაში თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ გუარდიოლა კომფორტულ სიტუაციაში ნამდვილად არ არის. „სიტის“ და „ლივერპულს“ შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ ერთია. უკანასკნელ ტურში, მანჩესტერელებმა „ბარნლის“ ესტუმრნენ და მარტივად 2:0 დაამარცხეს. სტუმართა მხრიდან გოლები კევინ დე ბრუინმა და ილქაიუ გიუნდოგანმა გაიტანეს. შეიძლება ითქვას, რომ „მანჩესტერ სიტი“ „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი:

პეპ გუარდიოლას ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. ესპანელ სპეციალისტს „როხიბლანკოს“ წინააღმდეგ რუბენ დიაში არ ეყოლება. სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგშია.

რა თქვა პეპმა მატჩის წინ?

„დიეგო სიმეონეს თამაშის სტილზე მცდარი წარმოდგენა არსებობს. მე ვფიქრობ ეს დამამცირებელია. ზოგადად, დიეგო შემადგენლობის დაყენებისას არ რისკავს, თუმცა მას გამუდმებით ძლიერი შეტევა ჰყავს.

„ატლეტიკოს“ სურს, რომ რისკი ნეიტრალურ ადგილებში აირიდოს. როდესაც ბურთს იღებენ აგრესიულები არიან. შეიძლება ვცდები, მაგრამ „როხიბლანკო“ ღრმა დაცვაში აღარ დგას. შესაძლებლობა თუ მიეცემათ, აუცილებლად პრესინგს მიმართავენ.

სასიამოვნოა მეოთხედფინალში ყოფნა. ჩვენ აქ ყოველ წელს ვართ და ეს იმას ნიშნავს, რომ „მანჩესტერ სიტი“ კარგად მუშაობს და სწორად ვითარდება.“

„ატლეტიკო“

მადრიდელებმა ლა ლიგისთვის ბრძოლა დიდი ხნის წინ დაასრულეს. მათი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. გასულ ტურში „როხიბლანკომ“ „ალავესს“ უმასპინძლა და საკმაოდ ლამაზი ფეხბურთით 4:1 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ლუის სუარესმა, რომელიც ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაში იყო. ასევე დუბლი მიითვალა ჟოაუ ფელიქსმაც.

დანაკლისი:

დიეგო სიმეონეს მეოთხედფინალის წინ გარკვეული სახის პრობლემები აქვს. ხიმენესი, ერერა და კარასკო ტრავმების გამო „ატლეტიკოს“ „სიტის“ წინააღდეგ ვერ დაეხმარებიან.

რა თქვა სიმეონემ მატჩის წინ?

„ყველაზე მეტად, რაც „სიტიში“ მომწონს არის გზები, თუ როგორ იბრუნებენ დაკარგულ ბურთს. ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას კი სტერლინგი და დე ბრუინი ახდენენ. მათი მოედანზე გადაადგილება და პრესინგი ყველასთვის მისაბაძია. ისინი არასდროს ფიქრობენ, რომ ბურთი შეიძლება დაიკარგოს. ეს არის ის ეთიკა და გაწეული სამუშაო, რომელზეც ნებისმიერი მწვრთნელი ოცნებობს.

გუარდიოლას არაჩვეულებრივი მოთამაშეები ჰყავს. რეალურად კი „სიტიში“ ჩვენზე კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები, შემადგენლობის სიძლიერის გამო „სიტი“ და „ბაიერნი“ არიან, თუმცა შარშანაც ასე იყო, მაგრამ „ჩელსიმ“ გუნდური სულისკვეთებით ყველას აჯობა.“

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში „ატლეტიკომ“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბარიერი გაიარა, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ „სპორტინგის.“

ცნობისთვის „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ დაპირისპირება 5 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები