დიდი წარმატება - ყვითელაშვილის მე-4 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე
Aa
Aa

დიდი წარმატება - ყვითელაშვილის მე-4 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ფიგურულ ციგურაობაში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მორის ყვითელაშვილმა მე-4 ადგილზე დაასრულა.

მან თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 179,42 ბალი მიიღო (93,42 - ტექნიკურ ელემენტებში, 86,00 - პროგრამულ კომპონენტებში) და მე-5 პოზიციაზე გავიდა. მოგეხსენებათ, მოკლე პროგრამაში 92, 61 ქულით მე-7 პოზიცია დაიკავა. 

საერთო ჯამში მის ანგარიშზე 272, 03 ქულაა და მხოლოდ სამ მოციგურავეს ჩამორჩა.

ყვითელაშვილის გამოსვლა თავისუფალ პროგრამაში

ყვითელაშვილმა რიგით მე-5 მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. მას ევროპირველობაზე გამოსვლის გამოცდილებაც აქვს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

27 წლის მორის ყვითელაშვილმა კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

წყვილებში, სპორტულ ცეკვებში კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მე-4 ადგილზე გავიდა. სპორტულ ცეკვებში, ქალებში ანასტასია გუბანოვა მე-6 იყო.

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი თავისუფალ სტილში იასპარეზებს. მათმა წყვილმა რითმულ ცეკვებში მე-17 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,ქართველი ხალხი ბრძოლას მიჩვეულია, ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ფანტასტიკურია
სანიოლი: ,,ქართველი ხალხი ბრძოლას მიჩვეულია, ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ფანტასტიკურია"