მესი მონაკოსთან განაცხადში ვერ მოხვდა - მიზეზი ცნობილია
Aa
Aa

მესი მონაკოსთან განაცხადში ვერ მოხვდა - მიზეზი ცნობილია

ლიგა 1-ის მორიგ ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „მონაკოს“ წინააღმდეგ თამაშობს. პოჩეტინოს საბოლოო განაცხადში ლეო მესი ვერ მოხვდა. გამოცემა GOAL-მა ანალიზი ჩაატარა და ახსნა, თუ რატომ არ არის 7 ოქროს ბურთის მფლობელი „მონაკოსთან“ მატჩში.

ლეოსთან ერთად გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი აკლია მათ შორის სერხიო რამოსი და ანხელ დი მარია. პარიზული გრანდის „ტვიტერის“ გვერდზე, თითოეული ფეხბურთელის შესახებ დევს ინფორმაცია, თუ რატომ ვერ მოხვდნენ განაცხადში. არგენტინელ თავდამსხმელზე კი წერია, რომ მას ვირუსი აქვს და ბოლო 3 დღის განმავლობაში არ უვარჯიშია.

ლეოს დაბრუნების ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი სანაკრებო პაუზის შემდეგ „პარი სენ ჟერმენს“ სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდება.

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენესუელას და ეკვადორს დაუპირისპირდება. პსჟ კი 3 აპრილამდე აღარ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მესის პირველი პარიზული სეზონი ტრავმებით არის სავსე. 34 წლის შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა პსჟ-ს რიგებში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები